ფლაგმანი სედანი Kia K7, რომელსაც ზოგიერთ ბაზარზე Cadenza–ს სახელითაც იცნობენ, უახლოეს მომავალში კარდინალურად შეიცვლება, შეიცვლის სახელს და განახლებულ ლოგოსაც მიიღებს.
„კიას“ განვითარების საკმაოდ ამბიციური გეგმა აქვს და მის განხორციელებას მომავალი წლიდან დაიწყებს. სამხრეთ კორეული ბრენდი უფრო დინამიური, ტრენდული და გამორჩეული უნდა გახდეს. ცვლილებების პირველი განსახიერება კი გახდება მოდელი K7, ავტომობილი რომელიც სახელს შეიცვლის და თან უფრო ძვირი გახდება.
დამატებით ინფორმაციას ბრენდი ჯერ–ჯერობით არ ამხელს და მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ მესამე თაობის ფლაგმანი სედანი ზომებში გაიზრდება, უფრო მდიდრული და მიმზიდველი გახდება. K8–ს პრემიერა მომავალი წლის მარტის თვისთვისაა დაგეგმილი, გაყიდვაში კი ავტომობილი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ ჩაეშვება.
