უცხოური მედია იუწყება, რომ 61 წლის კიანუ რივზი თავის რჩეულზე, 52 წლის ალექსანდრა გრანტზე ფარულად დაქორწინდა.
ვემზადებით ქორწილისთვის – დამშვენებული საპატარძლო ჭრელ კაბაში და გაბედნიერებული კიანუ რივზი
წყაროს ცნობით, წყვილის საქორწინო ცერემონია ევროპაში მოგზაურობის დროს შედგა. მას მსახიობისა და მხატვრის მხოლოდ ყველაზე ახლო მეგობრები ესწრებოდნენ. ინსაიდერის თქმით, მალე საჯარო ცერემონიაც გაიმართება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, კიანუმ და ალექსანდრამ ერთმანეთი ჯერ კიდევ 2011 წელს გაიცნეს, როცა გრანტმა რივზის წიგნისთვის „Oda to Happiness“ ილუსტრაციები შექმნა. რამდენიმე წლის განმავლობაში ისინი მეგობრობდნენ. 2018 წელს კი მათ შორის სიყვარულის ნაპერწკალმა იფეთქა.
ვნებიანი მზერა, კოცნა და ნიშნობის ბეჭედი – კიანუ რივზი ალექსანდრა გრანტთან უბედნიერესია
კიანუ რივზმა გაგვიმხილა ალექსანდრა გრანტთან იდეალური ურთიერთობის საიდუმლო


