ჰაკერებმა პენტაგონის კომპიუტერულ ქსელზე თავდასხმა მოაწყვეს, რომლის შედეგადაც 30 ათასი სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლის საკრედიტო ბარათების მონაცემები და მათი მივლინებების შესახებ ინფორმაცია მოიპოვეს.გამოძიების შედეგად რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს. ამის შესახებ Ap News წერს.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის უწყების განცხადებით, კიბერდამნაშავეებმა შესაძლოა, უწყების საიდუმლო ინფორმაციის ხელში ჩაგდებაც მოახერხეს. საუბარია პენტაგონის თანამშრომლების სხვადასხვა ვიზიტებზე არსებულ ინფორმაციაზე.
კიბერთავდასხმა სავარაუდოდ რამდენიმე თვის წინ მოხდა, თუმცა უწყებაში ამის შესახებ მხოლოდ ახლა შეიტყვეს.