LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კიბოს არ ვიწყებთ 40 ან 50 წლის ასაკში – ის შესაძლოა ჩუმად ვითარდებოდეს ადრეული ასაკიდან.. ეს არ ნიშნავს შიშს, არამედ – გონივრულ პრევენციას“ – გიორგი ფხაკაძე

366
phkhakadze

ახალი, მასშტაბური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ კიბოს გამომწვევი გენეტიკური მუტაციების თითქმის მეხუთედი – დაახლოებით 22% – ბავშვობის პერიოდში ჩნდება. მონაცემები, რომელიც მიღებულია Pan-Cancer პროექტის ფარგლებში, რომელშიც 37 ქვეყნის 1300-ზე მეტი მკვლევარი მონაწილეობდა. ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ავრცელებს.

მეცნიერების თქმით, ეს მუტაციები შესაძლოა მრავალი წლის განმავლობაში ჩუმად განვითარდეს და სიმსივნე მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ გამოვლინდეს. პროფესორი გიორგი ფხაკაძე ხაზს უსვამს, რომ „ეს არ არის შიშის საფუძველი, არამედ გონივრული პრევენციის საჭიროება“.

ექსპერტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ბავშვთა კვებას, გარემოს პირობებსა და მემკვიდრეობით რისკებს. მათი რეკომენდაციებია: ნაკლები ქიმიური დანამატები საკვებში, დაბინძურების შემცირება, ფიზიკური აქტივობა და დროული გენეტიკური შეფასება.

საქართველოშიც, სადაც კიბოს შემთხვევების ზრდის ტენდენცია თვალშისაცემია, პროფესორი ფხაკაძე თვლის, რომ სახელმწიფოსა და მშობლების ყურადღება ბავშვების ჯანმრთელობაზე გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია.

„ეს კვლევა მკაფიო გზავნილია: კიბოს არ ვიწყებთ 40 ან 50 წლის ასაკში – ის შესაძლოა ჩუმად ვითარდებოდეს ბავშვობიდან. ეს არ ნიშნავს შიშს, არამედ – გონივრულ პრევენციას. ჯანმრთელობა ყალიბდება ადრეულ ასაკში და მასზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ბავშვების კვებიდან, განათლებიდან და გარემოზე ყურადღებით“, – წერს გიორგი ფხაკაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g