LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საჯარო და კერძო სექტორს მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე: საკოორდინაციო საბჭო

127
Capture.JPG6874646546465454

“აღნიშნულ მომენტში, არანაირი დამატებითი ღონისძიებების შემოღებაზე საუბარი არ ყოფილა, თუმცა გამომდინარე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან, რომლის განხილვაც ყოველდღიურ რეჟიმში ხდება, იქნება მიღებული გადაწყვეტილება დამატებით ზომებთან დაკავშრებით, – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღიბრაძის განცხადებით, ძალაში რჩება კომენდანტის საათი და შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში სახეზეა ინფიცირების შემთხვევების მკვეთრი მატება და ეპიდვითარების გაუარესების ტენდენცია, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე – საქართველოში, შესაბამისად, განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვას და მკაცრად აღსრულებას.

„მკაცრი შეზღუდვების თავიდან აცილებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების  თავიდან აცილების მიზნით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კვლავ ნარჩუნდება შეზღუდვა, რომელიც ღამით გადაადგილებას ეხება. ძალაში რჩება შაბათ-კვირას კვების ობიექტებთან დაკავშირებით მოქმედი შეზღუდვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მუშაობა მხოლოდ გატანის სერვისით შეეძლებათ.

საჯარო და კერძო სექტორს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ და მივმართავთ რეკომენდაციით, მაქსიმალურად გადავიდნენ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

მაქსიმალურად გამკაცრდება იზოლაციაში მყოფი პირების, მათი კონტაქტების და ქვეყანაში შემომსვლელების თვითიზოლაციის კონტროლი, ასევე საზღვარზე შემოსული პირების PCR კვლევის ჩატარების მონიტორინგი 72 საათის გასვლის შემდეგ.

საწარმოებში, სადაც გამოვლინდება შემთხვევები, მაქსიმალურად უნდა გამკაცრდეს ეპიდემილოგიური უსაფრთხოების ზომები და დამსაქმებელთა მაქსიმალური ჩართულობით უზრუნველყოფილ უნდა იყოს აქტიური ტესტირება.

ეპიდვითარების გაუარესების გათვალისწინებით, ხანდაზმულ პირებს მივმართავთ რეკომენდაციით მაქსიმალურად დარჩნენ სახლში.

კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება პირბადის სწორად მოხმარება და დისტანციის დაცვა, ასევე ხალხმრავალი შეკრებები, მათ შორის სოციალური ღონისძიებები, რომელთა გამართვა მთავრობის დადგენილებით აკრძალულია.

საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან დადგენილი რეგულაციები, გამოიყენონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და უარი თქვან ხალხმრავალი შეკრებების ორგანიზებასა თუ მათში მონაწილეობაზე“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

ოპერაციული შტაბის უფროსმა დასვენების დღეებთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში არსებობს ისეთი სამსახურები, რომელთა მუშაობაც აუცილებელია ქვეყნის გამართულად ფუნქციონირებისთვის, შესაბამისად, რეგულაციებით იქნება განსაზღვრული სამსახურები, რომელთაც დასვენების დღეები არ შეეხებათ.

„რაც შეხება დასვენების დღეებს, მოგეხსენებათ, რომ ქვეყანაში არსებობს ისეთი სამსახურები, რომელთა მუშაობაც აუცილებელია ქვეყნის გამართულად ფუნქციონირებისთვის, შესაბამისად, რეგულაციებით იქნება განსაზღვრული სამსახურები, რომელთაც არ შეეხებათ დასვენების დღეები. ეს არის სამი სამინისტროს მიერ შემუშავებული ერთობლივი ბრძანება. ამ ბრძანებაზე მუშაობა მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში ეს ბრძანება იქნება საჯარო“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

magti 5g