LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიდევ ერთხელ უნდა გაგიცრუოთ იმედი… ეს ფუჭი განგაშია: ოხანაშვილი საკადრო ცვლილებებზე

71
ანრი ოხანაშვილი

გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნებაში“ საკადრო ცვლილებები იგეგმება, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს „ფუჭი განგაშია“ და „არანაირ საკადრო ცვლილებებზე არ არის საუბარი“.

ოხანაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ძალიან კარგად არის დაკომპლექტებული და შესაბამისი ფუნქციების მქონე პირებს კონკრეტული საკითხები აქვთ გადანაწილებული.

ოხანაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების განხილვა მოხდა, როგორიც სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა და ა.შ. არის.

„ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ვინაიდან სწორედ ამ საკითხებზე გადის ჩვენი ქვეყნის შემდგომი გრძელვადიანი განვითარება. ამიტომ ჩვენ ვმსჯელობთ ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე. მოვისმინეთ მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გეგმები და კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც დაწყებულიც არის და ასევე იგეგმება სოფლის მეურნეობასთან, ინფრასტრუქტურასთან, წყალთან დაკავშირებით. იუსტიციის მინისტრის მხრიდან მოვისმინეთ პრეზენტაცია სერვისებთან დაკავშირებით. ძალიან საინტერესო ხედვები აქვთ, ამიტომ ეს კონკრეტული გეგმები ძალიან მალე და შემდგომში გრძელვადიან ვადებში რეალიზდება ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად.

კატეგორიულად უარვყოფთ, ირაკლი კობახიძის ღარიბაშვილით ჩანაცვლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას: კახა კუჭავა

კიდევ ერთხელ უნდა გაგიცრუოთ იმედი ფუჭ განგაშთან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ, მედიაში იყო კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან. არანაირ საკადრო ცვლილებებზე არ არის საუბარი. „ქართული ოცნება“ ძალიან კარგად არის დაკომპლექტებული, შესაბამისი ფუნქციების მქონე პირებზე გადანაწილებულია კონკრეტული საკითხები. ჩვენი საზოგადოების ინტერესების შესაბამისად მივყვებით კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობას“, – აცხადებს ოხანაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები