LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი 1,26 მილიონი დოლარით დაჯარიმდა – რა კავშირი აქვს ვარსკვლავს კრიპტოვალუტებთან

45
კიმ კარდაშიანი

აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიამ ცნობილი ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი 1,26 მილიონი დოლარით დააჯარიმა. SEC-მა კარდაშიანს ბრალი Instagram-ზე EthereumMax კრიპტოვალუტის რეკლამისთვის წაუყენა.

SEC-ის მონაცემებით, 2021 წელს კიმ კარდაშიანმა თავის გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც რეკლამირებას EthereumMax-ს უწევდა. კრიპტოვალუტა მალევე გაუფასურდა. პუბლიკაციას თან ახლდა ჰეშთეგი #AD (“რეკლამა”), მაგრამ კარდაშიანმა დამალა ის ფაქტი, რომ EthereumMax-ის დეველოპერებმა მას 250 000 დოლარი გადაუხადეს.

ცნობილია, რომ კარდაშიანი ჯარიმის გადახდას დათანხმდა და ასევე მზადყოფნა გამოთქვა აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიასთან ითანამშრომლოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g