მიუხედავად იმისა, რომ კიმ კარდაშიანი არასოდეს მიმართავს ფოტოშოპს, ბრალდებები მის წინააღმდეგ მაინც ისმის. ამჯერად დავის საგანი გახდა ფერგის ახალი კლიპი(ვიდეო).
გადაღებებისთვის კარდაშიანმა სპეციალურად შეარჩია ისეთი სამოსი, სადაც მისი წელის ზომა განსაკუთრებულად ვიწრო ჩანს. სწორედ ამის შემდეგ ინტერნეტში გაჩნდა ბრალდებები მის წინაღმდეგ, რის საპასუხოდაც კიმმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გააზიარა. რეალითი-შოუს ვარსკვლავმა ინტერნეტში სატრენაჟორო დარბაზის ფოტო გამოაქვეყნა წარწერით „შეუსვენებლად“, რითაც დაუმტკიცა ყველას, რომ მისი იდეალური ფორმები ფიზიკური აქტივობის დამსახურებაა.
