LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი რეალითი-შოუს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავია

73

გასული წლის შეჯამებით, ჟურნალმა „ფორბსმა“ რეალითი-შოუს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავები გამოავლინა. გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რომ პირველ ადგილზე კიმ კარდაშიანი იმყოფება. 2015 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისამდე არსებული მონაცემებით კანიე უესტის მეუღლემ 51 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მეორე ადგილზე მისი უმცროსი და, კაილი ჯენერი 18 მილიონი დოლარით იმყოფება, სამეულს კი კვლავ მათი და, კენდალ ჯენერი იკავებს 17 მილიონით. მომდევნო ადგილებზე ამავე ოჯახის წარმომადგენლები – ქლოე კარდაშიანი 15 მილიონით და კორტნი კარდაშიანი 10 მილიონით იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ კარდაშიანების ოჯახის საერთო წლიური შემოსავალი 122,5 მილიონ დოლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები