კიმ კარდაშიანი უფროსი დის, კორტნის წამოწყების სარეკლამო კამპანიის სახე გახდა. პროექტისთვის, რომელიც ამერიკელმა სელებრითმა მარტის დასაწყისში დააანონსა, კანიე უესტის მეუღლემ მეტალისფერი ბოდე მოირგო და ფოტო გადასაღები მოედნიდან გააზიარა.
გაირკვა, რომ Poosh, რომელიც ქსელში დღეს ჩაეშვა, ერთგვარი სახელმძღვანელო იქნება მათთვის, ვისაც თანამედროვე ცხოვრების სტილი იზიდავს.
ამასთან, ვეგბგვერდის საშუალებით, მომხმარებელი უახლოეს მომავალში შოპინგსაც შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ პლატფორმის სახელწოდება სიმბოლურია, რადგან Poosh კორტნი კარდაშიანისა და სკოტ დისიკის 6 წლის გოგონას, პენელოპეს მეტსახელია.