LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის 12 წლის ქალიშვილის ექსტრავაგანტური გამოჩენა

249
page

კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის 12 წლის ქალიშვილი, ნორდ უესტი, პაპარაცებმა ნიუ-იორკის ქუჩებში, ექსტრავაგანტური გარეგნობით დააფიქსირეს.

გოგონას პრინტიანი მაისური, მოკლე ქვედაბოლო და Rick Owens-ის კედები ეცვა. მის იმიჯს „ბალენსიაგას“ სათვალე, მასიური აქსესუარები და ცისფერი ნაწნავები ასრულებდა. მისი ხელები სრულად ტატუებით იყო დაფარული.

ნორდი მეგობრებთან ერთად სეირნობდა. მას თან დაცვის თანამშრომლები ახლდა.

აღსანიშნავია, რომ გოგონა სულ უფრო ხშირად ჩნდება საზოგადოებაში და თამამი სტილით მედიის ყურადღებასაც იპყრობს. ბევრი ფიქრობს, რომ ის თავისი ასაკისთვის ზედმეტად ზრდასრულად გამოიყურება.

„ჩემი პატარა ნორდი უკვე 12 წლის გახდა” – კანიე უესტისა და კიმ კარდაშიანის ქალიშვილის გრანდიოზული იუბილე იახტაზე – პაპარაცული ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები