კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის მესამე ქალიშვილმა დაბადების მოწმობა მიიღო, რომლის თანახმადაც ვარსკვლავების შვილს არ აქვს მეორე სახელი, ამას გარდა, დოკუმენტში არ არის მითითებული სუროგატი დედის ვინაობა.
შეგახსენებთ, რომ კიმმა და კანიემ გოგონას „ჩიკაგო“ დაარქვეს. ამ მომენტისთვის მთავარ ინტრიგად რჩება ის თუ როგორ გამოიყურება პატარა. ცნობილია, რომ ამა თუ იმ გამოცემებმა კიმს საკმაოდ დიდი თანხა შესთავაზეს ფოტოს სანაცვლოდ, თუმცა მისის უესტმა განაცხადა, რომ საკუთარი შვილის ფოტოში აღებული თანხა ამორალური საქციელია და ის ამას არასოდეს გააკეთებს.