კიმ კარდაშიანი თავისი თამამი ფოტოებით ვეღარავის აკვირვებს, თუმცა მისი თაყვანისმცემლები ყოველ ჯერზე მაინც დიდი მონდომებით ელოდებიან სკანდალური ქალბატონის შიშველ ფოტოს. რამდენიმე საათის წინ, 35 წლის მან „ინსტაგრამზე“ მორიგი სურათი გააზიარა, სადაც თითქმის ტანსაცმლის გარეშე პოზირებს. ამ გზით კი მან თავისი საიდუმლო პროექტის შესახებ განაცხადა.
შავ-თეთრ ფოტოზე კიმი ზურგით არის გადაღებული, რომელზეც ის თავისი სხეულის ყველაზე პოპულარულ ადგილზე – უკანალზე აკეთებს აქცენტს. „ უკვე მალე, საიდუმლო პროექტი“, – დაპირდა კარდაშიანი თავის თაყვანისმცემლებს. სხვა კომენტარისგან მან თავის შეკავება არჩია.