კიმ კარდაშიანის მორიგი თამამი ფოტოსესია მის „ინსტაგრამზე“ ამ დღეებში გამოჩნდა. მათზე კიმი წელს ზემოთ შიშველი პოზირებს და თაყვანისმცემლებს სილამაზის საიდუმლოს უმხელს:
„ძალიან მიყვარს სპა-პროცედურები, თუმცა ისინი ხანგრძლივი და ძვირი სიამოვნებაა. არსებობს ბევრი ალტერნატივა, რომელიც სახლის პირობებში შეგიძლიათ მოიწყოთ“.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კარდაშიანი სპეციალისტის დახმარებას მაინც მიმართავს და ლაზერის პროცედურებს იტარებს: „ეს მეხმარება კოლაგენის აღდგენაში, რაც კანს ბზინვარებასა და ახალგაზრდას ხდის“, – ამბობს კიმი.