LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირა ანდრონიკაშვილის ახალგაზრდობის იშვიათი ფოტო არქივიდან: „მოდელების სახლში” სამოსი უნდა მეჩვენებინა, პოდიუმზე და დამიწუნეს, ხელები მრეცხავივით რატომ აქვს ამ ულამაზეს გოგოსო?…”

168
კირა ანდრონიკაშვილი

კირა ანდრონიკაშვილის სოციალური ქსელის ანგარიშზე ვრცელდება მისი ახალგაზრდობის ფოტო და ამონარიდი ინტერვიუდან, სადაც ის საუბრობს იმის შესახებ, რატომ ვერ გამოიყენეს რეჟისორებმა:

„ახლა მეც ხშირად მეუბნებიან, არ გამოგიყენეს რეჟისორებმაო. საქმე ისაა, რომ მეტად ვერც გადამიღებდნენ. მე ძალიან ადრე გავთხოვდი. 18 წლის ვიყავი პირველი შვილი რომ გავაჩინე და 22 წლისას მეორე შემეძინა. ჩვენ არავინ გვემსახურებოდა. შემეძლო, დედისთვის დამეტოვებინა, მაგრამ მერჩივნა, ყველაფერი მე გამეკეთებინა და ასეც ვიქცეოდი. სახლის საქმეებს ვაკეთებდი, ბავშვებს ვუვლიდი, სადილებს ვამზადებდი, უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი და ასე შემდეგ. მაშინ ჩვენ არ გვქონდა ისეთი პირობები, როგორიც ახლაა. მაგალითად, სოფელში რომ მივდიოდი, ყველაფერს ცივ წყალში ვრეცხავდი. ამის შემდეგ „მოდელების სახლში” სამოსი უნდა მეჩვენებინა, პოდიუმზე და დამიწუნეს, ხელები მრეცხავივით რატომ აქვს ამ ულამაზეს გოგოსო?…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g