სამების საკათედრო ტაძრიდან სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო. მარიამ მოდებაძე, რომელიც ქმართან და პატარა შვილთან ერთად პატრიარქის პანაშვიდზე მივიდა საკუთარ გვერდზე ემოციურ კადრებს აქვეყნებს.
„დღეს ჩემი გული ორად არის გაყოფილი… ერთი ნაწილი ტკივილით არის სავსე, მეორე კი ისეთი მადლიერებით, რომელსაც სიტყვებიც ვეღარ იტევს…
სიჩუმე ისეთი ღრმაა, თითქოს დრო ჩერდება… ყველაფერი ლოცვას ჰგავს ფიქრიც, ცრემლიც… ეს აღარ არის მხოლოდ დამშვიდობება… ეს არის ისტორია, რომელიც გულში იწერება და არასოდეს იშლება…
ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც თავად იყო სითბო, რწმენა და სიმშვიდე, მთელი ერის საყრდენი!
კირა, ჩემო პატარა, მე მოგიყვები, როგორ ვიდექით ერთად… როგორ ტიროდა გული უხმოდ…მოგიყვები, როგორ იქცა იმ დღეს მთელი საქართველო ერთ გულად… როგორ გახდა ცრემლი ლოცვა და სიჩუმე – მადლობა… და როგორ იდექი შენც იქ, ამ ისტორიის შუაგულში…
დღეს ჩვენ დავემშვიდობეთ არა მხოლოდ პატრიარქს… დღეს თითქოს ისტორიის კიდევ ერთი განსაკუთრებული ფურცელი ჩუმად ჩაიკეცა ჩვენს თვალწინ…
მაგრამ სინათლე არ ქრება… არ ქრება, როცა ასეთი ადამიანი მიდის… ის რჩება… გადადის გულიდან გულში, სიყვარულიდან სიყვარულში… და ამით აგრძელებს ცხოვრებას ჩვენში…
მადლობა ყველაფრისთვის… მადლობა იმ სითბოსთვის, რომელმაც გაგვაერთიანა… მადლობა იმ რწმენისთვის, რომელმაც გაგვაძლიერა… მადლობა იმ იმედისთვის, რომელმაც არასოდეს დაგვტოვა… მშვიდობით, ჩვენო უწმინდესო… თქვენი სიყვარული და მადლი მარად იცოცხლებს ჩვენს გულებში… 🕊️ 21.03.2026 წ. 04:30სთ. II – უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი“, – წერს მარიამ მოდებაძე.
