„ქორწინებიდან 5 წლის თავზე გვეწვია ეს სიხარული, მანამდე იყო რამდენიმე წარუმატებელი ორსულობა“, – ამის შესახებ ცნობილი მუსიკოსი, გორის ქალთა გუნდის ხელმძღვანელი, თეონა ცირამუა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს.
ცნობილი მუსიკოსი ტყუპების დედა ცოტა ხნის წინ გახდა. მას და მის მეუღლეს, გოჩა ჭანტურიას ორი გოგონა შეეძინათ.
თეონა ცირამუა ტყუპი გოგონების დედა გახდა – რა დაარქვეს ახალშობილებს
თეონა ამ სასიხარულო ამბის შესახებ თავად წერს და ექიმებს მადლობას უხდის…
„ბევრი ნერვიულობა და იმედგაცრუება ჩამოვიტოვე, უკვე იმისთვისაც ვიყავი მზად, რომ თუ არ დადგებოდა ორსულობა, ამასაც შევეგუებოდი. ჩემს თავს უკვე უშვილობისთვისაც ვამზადებდი…
ქორწინებიდან 5 წლის თავზე გვეწვია ეს სიხარული, მანამდე იყო რამდენიმე წარუმატებელი ორსულობა, ამიტომ ერთი ბავშვი გვყავდა საოცნებო და უცებ ორი გვეწვია…
ამ ცხრა თვის განმავლობაში პირდაპირი მნიშვნელობით დავტკბი, როგორც დირიჟორი. მრისხანე დირიჟორის პოზიციები დავთმე…
საოპერაციო ბლოკში როცა შემიყვანეს ვხედავ ექიმის ტანსაცმელში შეფუთული მამაკაცი მადგას თავზე. თვალებზე დავაკვირდი და ჩემი ქმარი ამოვიცანი. ეს კიდევ უფრო დიდი ემოცია და ძალა იყო ჩემთვის…“ – იხსენებს თეონა ცირამუა.
ვრცლად ინტერვიუ იხილეთ ჟურნალის „სარკე“ 19 მარტის ნომერში.