საფრანგეთში „პარიზის მოდის კვირეული“ იმართება. „შანელი“ ჩვენებაზე, საპატიო სტუმრებს შორის კირა ნაიტლი და მისი მეუღლე, ჯეიმს რაიტონი იყვნენ მიწვეულნი. 37 წლის ვარსკვლავი, როგორ ყოველთვის, საოცარ ფორმაში იყო. მას „შანელის”, შავი, მაქმანებიანი კაბა ამშვენებდა, რომელსაც ყელზე ბაფთა ჰქონდა. ხავერდის გრძელ კაბას კირამ მზის სათვალე და შავ და კრემისფერ ფერებში გადაწყვეტილი ფეხსაცმელი შეუხამა. რაც შეეხება ნაიტლის მეუღლეს, ჯეიმსს შავი, კლასიკური კოსტიუმი და თეთრი პერანგი ეცვა.
შეგახსენებთ, კირა და ჯეიმსი 2013 წელს დაქორწინდნენ. ისინი ორ შვილს ზრდიან.
ფოტო: კირა ნაიტლის იშვიათი გამოჩენა მეუღლესთან და შვილებთან ერთად ლონდონის ქუჩებში