კიტ ჰარინგტონი ამჯერად მონრეალში იმყოფება, სადაც მალე ჰავიერ დოლანის ახალი ფილმის გადაღებები იწყება. The Death and Life of John F. Donovan ასე ქვია ახალ ფილმს, რომელშიც ჰარინგტონი მთავარ როლს შეასრულებს. ფილმში აგრეთვე მონაწილეობას მიიღებენ ჯესიკა ჩესტეინი და ბელა ტრონი.
კიტ ჰარინგტონმა ცოტა ხნის წინ დაასრულა „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სეზონზე მუშაობა და მალევე გადაინაცვლა ახალ პროექტზე. გადაღებამდე დარჩენილ თავისუფალ დროს ბრიტანელი მსახიობი კვებეკის პროვინციაში ატარებს. ფოტოგრაფებმა ის ქუჩაში სეირნობისას გადაიღეს. ჰარინგტონი პირველად გამოჩნდა წვერის გარეშეც, ის სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ათვალიერებდა ქალაქს.