რიანა, ნიქელბექი, პრინცი, სტივენ ტაილერი, ფარელ უილიამსი და კიდევ მრავალი მუსიკოსი, ახლა კი უკვე ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფი Queen – ბრძოლა გრძელდება.
ტრამპმა ტვიტერზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც 1977 წლის ჰიტი We Will Rock You ისმოდა. ჯგუფმა ტვიტერს აღნიშნული პოსტის დაბლოკვის შესახებ თხოვნით მიმართა, თხოვნაც მალევე იქნა შესრულებული. პოსტმა დაბლოკვამდე 1,7 მილიონი ნახვა მოაგროვა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის. შეგახსენებთ, ამერიკის პრეზიდენტმა 2016 წელს წინასაარჩევნო კამპანიის დროს Queen-ის სიმღერა We Are the Champions გამოიყენა.
შეგახსენებთ, უკვე ტენდენციად იქცა მუსიკალური სამყაროსა და აშშ-ს პრეზიდენტის დაპირისპირება. ტრამპი დაუკითხავად იყენებს მუსიკოსების შემოქმედებას პირადი ინტერესებისთვის. სულ ცოტა ხნის წინ ისეთმა ვარსკვლავებმა გამოთქვეს პროტესტი აღნიშნული ქმედების წინააღმდეგ, როგორებიც არიან რანა, პრინცის წარმომადგენლობა, ჯგუფ აეროსმიტის სოლისტი სტივენ ტაილერი, ფარელ უილიამსი, ელტონ ჯონი, ბრიუს სპრინგსტონი, ადელი, როჯერ უოტერსი და ა.შ…