თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორ სამხედროს, რომელთაც ტესტირება ლუგარის ლაბორატორიაში ჩაუტარდათ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. უწყების ცნობით, აქამდე კორონავირუსი არცერთ სამხედროს არ დადასტურებია.
თავდაცვის ძალები 21 მარტიდან ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდნენ, სამხედრო ბაზებზე კი დეზინფექცია რეგულარულად ტარდება. მათი თქმით, მუდმივად ამოწმებენ სამხედრო მოსამსახურეების ტემპერატურასაც.
შეგახსენებთ, საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაზიანის სამხედრო ბაზიდან ვირუსის სიმპტომებით 5 სამხედრო გადაიყვანეს. ისინი სამსახურებრივ მოვალეობას მარნეულში ახორციელებდნენ.
21 ათასზე მეტი გარდაცვლილი და 114 012 გამოჯანმრთელებული – კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა
საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 75 შემთხვევაა. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შედარებით მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ქვეყანაში კოვიდ 19 უკვე 10-მა პაციენტმა დაამარცხა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 მოქალაქე რჩება.
5 მიზეზი, თუ რატომ იქნება ეს კრიზისი უფრო მოკლევადიანი საქართველოსთვის, ვიდრე ეს ჩანს
მთავარი ვინც ამ პროცესში ზარალდება ეს არის სერვისის სექტორი, მცირე და საშუალო მეწარმეები, თვითდასაქმებულები და უცხოურ ვალუტაში მსესხებლები.