ვაზიანის სამხედრო ბაზიდან საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 სამხედრო გადაიყვანეს. კლინიკის ექიმი, ნათია მინდაძის ინფორმაციით, სამხედროებს ტემპერატურა, ყელის ტკივილი და სისუსტე აღენიშნებოდათ. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე, სტაბილურია. დაწყებულია კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა.
ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორ სამხედროს, რომელთაც ტესტირება ლუგარის ლაბორატორიაში ჩაუტარდათ, კორონავირუსი არ დაუდასტურდათ.
კლინიკაში გადაყვანილ ორ სამხედროს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – სამინისტროს განცხადება
სამინისტრო აცხადებს, რომ აქამდე კორონავირუსი არცერთ სამხედროს არ დადასტურებია. უწყების ცნობით, თავდაცვის ძალები 21 მარტიდან ყაზარმულ რეჟიმზე გადავიდნენ, სამხედრო ბაზებზე კი დეზინფექცია რეგულარულად ტარდება. მათი თქმით, მუდმივად ამოწმებენ სამხედრო მოსამსახურეების ტემპერატურასაც.
საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 75 შემთხვევაა. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში შედარებით მძიმეა სამი პაციენტის მდგომარეობა. ქვეყანაში კოვიდ 19 უკვე 10-მა პაციენტმა დაამარცხა. ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 252 მოქალაქე რჩება.