LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლოპი დორტმუნდს მშვიდობით გაეყარა: წინ ენფილდია

141

ევროპალიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. ყველაზე დიდ ინტერესს “ელ კლოპიკოდ” მონათლული შეხვედრა იწვევდა: იურგენ კლოპი საყვარელ დორტმუნდში მშობლიური “ბორუსიას” წინააღმდეგ სათამაშოდ ჩავიდა და თან კიდევ ერთი ლეგენდით – “ლივერპულით”.

გერმანელმა სპეციალისტმა ინგლისში მისაღები ანგარიში წაიღო – 1:1.

36-ე წუთზე დივოკ ორიჯიმ გახსნა ანგარიში. მასპინძლებმა მეორე ტაიმის დასაწყისში გაათანაბრეს – ჰუმელსმა თავით გაიტანა.

მომენტების მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა. შანსები ალბათ თანაბარია და ბუნებრივია ყველაფერი ერთ კვირაში ”ენფილდზე” გადაწყდება.

დანარჩენ სხვა სამ შეხვედრაში ერთნაირი ანგარიში 2:1 დაფიქსირდა.

დორტმუნდი – ლივერპული  1:1

გოლები: 0:1 ორიჯი (36), 1:1 ჰუმელსი (48)

დორტმუნდი: ვაიდენფელერი – პიშჩეკი, ს. ბენდერი (76. პაპასტატოპულოსი), ჰუმელსი, შმელცერი – ვაიგლი – დურმი (46. შაჰინი), კასტრო, მხითარიანი, როისი – ობამეიანგი (77. პულიშიჩი)

ლივერპული: მინოლე – კლაინი, ლოვრენი, სახო, მორენო – ჰენდერსონი (46. ალენი), ჯანი – ლალანა (77. ფირმინო), კოუტინიო, მილნერი – ორიჯი (84. სტარიჯი)

ბილბაო – სევილია        1:2

გოლები: 1:0 ადურისი (48), 1:1 კოლოძეიჩაკი (56), 1:2 იბორა (83)

ბრაგა – შახტარი  1:2

გოლები: 0:1 რაკიცკი (45), 0:2 ფერეირა (75), 1:2 ედუარდო (89)

ვილიარეალი – სპარტა  2:1

გოლები: 1:0 ბაკამბუ (3), 1:1 ბრაბეცი (45), 2:1 ბაკამბუ (63)

საპასუხო მატჩები 14 აპრილს ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g