LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კლუბებში ნარკოტიკების საქმეზე დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ ბრალდებული ციტრამონს ყიდდა

95

კლუბებში ბასიანსა და კაფე გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციის ღამეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული გოგონას ადვოკატი ამტკიცებს, რომ  გადაღებულ ვიდეოკადრებში, რაც პროკურატურის მთავარი მტკიცებულებაა, ბრალდებული არა ნარკოტიკულ საშუალებას, არამედ ციტრამონს ყიდის. ამის შესახებ ადვოკატმა, გია გოროზიამ რუსთავი 2-ს განუცხადა. მისი თქმით, ეს ინფორმაცია ექსპერტიზითაც დადასტურებულია .

“ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს ის დანაშაული არ აქვს ჩადენილი, რომელსაც ედავება გამოძიება. ვიდეოჩანაწერში, სადაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფია ასახული არ აძლევს ნარკოტიკულ საშუალებას იმ პირს”, – აცხადებს ადვოკატი

 

 

12 მაისს კლუბებში ბასიანი და კაფე გალერიში ჩატარებულ სპეცოპერაციამდ შსს-მ რვა პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ყველა მათგანი ნარკოდანაშაულისთვის არის დაკავებული.