აქციებთან დაკავშირებით ნიკა მელიას დღევანდელ განცხადებას პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი გამოეხმაურა.
“კოალიცია სასაცილო გახდა, ვხედავთ, რომ არანაირი კოალიცია არ არსებობს. ვინ დარჩა, ვინ არის „ნაცმოძრაობა“ და ვინ არა, ესეც ვერ გავარკვიეთ და კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
რაც შეეხება აქციებს, პარლამენტში ეს ხალხი არ გამოდგა, არჩევნებს აგებენ, საგარეო ფრონტზე სრული წარუმატებლობა აქვთ და მხოლოდ აქციები დარჩათ. როგორც მელიამ თქვა, ამ აქციებზე თუ არ ივლიან და ირბენენ, იმდენად ცოტა არიან, რომ მათი დანახვა უკვე შეუიარაღებელი თვალით ჭირს. მგონი, მალე მიხვდებიან, რომ ამ აქციებით საკუთარი თავი სრულიად გამოიფიტეს, რადგან ხალხი ხედავს ამ პოლიტიკური ძალების უპერსპექტივობას და დესტრუქციულობას“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.