LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „11 წელია საქართველოში უწყვეტი მშვიდობა გვაქვს, გავუფრთხილდებით სიმშვიდეს და არავის ავარევინებთ“

128
ირაკლი კობახიძე

„თავიდან გახსოვთ, რომ ცდილობდნენ, ამ ადამიანების ვიზიტის რეალური მიზანი დაემალათ, საუბრობდნენ, ვითომ შეხვედრები კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან ჰქონდათ, თუმცა რეალურად გაირკვა, რომ მათი მიზანი ჩვენს ქვეყანაში რევოლუციური პროცესების შემზადება და დაგეგმვა იყო, რაც შემაშფოთებელია“, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, USAID-ის პროგრამით თბილისში „რევოლუციური სცენარისთვის“ ტრენინგებს ატარებდნენ.

„საბოლოო მიზანი რევოლუცია და მეორე ფრონტია – ყველაფრის უკან USAD-ის დაფინანსებაა დგას, გვჭირდება განმარტებების მოსმენა“ – ირაკლი კობახიძე სუსის განცხადებაზე

ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოში რევოლუციას და მეორე ფრონტის გახსნას არ დაუშვებენ:

„რაც შეეხება რევოლუციურ პროცესებს, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, ამას სახელმწიფო არ დაუშვებს. საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და, რა თქმა უნდა, ჩვენ გავუფრთხილდებით ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდეს, მშვიდობას და ბუნებრივია, არავის არ ავარევინებთ. ამ ქვეყანაში არ დავუშვებთ არც რევოლუციას და არც მეორე ფრონტს..

ყველა მიმართულებით გვაქვს რადიკალური პროგრესი. ბოლო 11 წელია, საქართველოში გვაქვს მშვიდობის უწყვეტი ფაზა. პირველი ხელისუფლებაა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა და ქვეყანას ტერიტორიები არ დაუკარგავს. ეს არის ჩვენი პრაგმატული პოლიტიკის შედეგი. ვხედავთ, რომ ფუნდამენტურად განსხვავდება ჩვენი მიღწევები, იმ „მიღწევებისგან“, რომელიც ჰქონდა წინა ხელისუფლებას. მაშინ ყველა მიმართულებით იყო ტოტალური რეგრესი, ახლა გვაქვს პროგრესი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, USAID-ის პროგრამით თბილისში „რევოლუციური სცენარისთვის“ ტრენინგებს ატარებდნენ

სუს-ი: საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g