„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე გადაწყვეტილება უცვლელი დარჩება.
მისი თქმით, რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს.
„99 პროცენტით საბჭო გაიმეორებს კომისიის დასკვნას, რაიმე ცვლილებას წესით არ ველოდებით. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები, რომ საქართველო არის მოწინავე ყველა პარამეტრით. შეგიძლიათ ჩახვიდეთ უკრაინასა და მოლდოვაში და ნახავთ, რომ ყველა მიმართულებით საქართველო არის წინ.
ეს არის ისეთი რეალობა, რასაც წყალი არ გაუვა. ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, უკრაინამ იომა და მხოლოდ ამის გამო მისცეს სტატუსი, ეს თქვა მაკრონმა. მან თქვა, რომ უკრაინას არ ეკუთვნის კანდიდატობა, მაგრამ იომა და აძლევენ სტატუსს. რომ გვეომა, ჩვენც მოგვცემდნენ კანდიდატის სტატუსს, მაგრამ მგონია, ომს სჯობდა, გვქონოდა ის სტატუსი, რასაც გვაძლევენ, თუმცა აღიარებული პერსპექტივით“, – განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, გასულ კვირას ევროკომისიამ გამოაქვეყნა სამი ასოცირებული ქვეყნის განცხადებებთან დაკავშირებით თავისი შეფასებები, რომელთა მიხედვითაც, ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს რეკომენდაცია მისცა, უკრაინას და მოლდოვას მიენიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი სავალდებულოდ შესასრულებელი პირობებით, ხოლო საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, შეფასდეს, როგორ ასრულებს ის პირობებს კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე.
დღეს, ევროპულმა პარლმა პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.
იხილეთ, რა წერია რეზოლუციაში საქართველოზე: