LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში წელსვე დაიწყება“

151
Untitled design (4)

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ“ კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში მიმდინარე წელს დაიწყება.

როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, წელს სახელმწიფო სტრუქტურებში 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა, სულ მცირე, 2-3 ათასი კურსდამთავრებულისთვის უნდა უზრუნველყონ:

„მოგეხსენებათ, პარლამენტმა შარშან ახალგაზრდებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობის მინიჭების შესახებ კანონი მიიღო. ეს კანონი ეფექტიან აღსრულებას სჭიროებს და მინდა გაგაცნოთ ჩემი გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ კანონის აღსრულება საპილოტე რეჟიმში წელსვე დაიწყება.

წელს უნდა უზრუნველყოთ უნივერსიტეტების სულ მცირე 2-3 ათასი კურსდამთავრებულის სულ მცირე 4-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების გავლა სახელმწიფო სტრუქტურებში.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობის საფუძველზე ახალგაზრდებს უნდა მივცეთ საშუალება მუნიციპალურ და კერძო სტრუქტურებში გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება. მინდა ვთხოვო განათლების მინისტრს ფინანსთა მინისტრთან კოორდინაციით მთავრობის შემდეგი სხდომისთვის უკვე წარმოადგინოთ დეტალური გეგმა რომლის საფუძველზეც, ახალგაზრდები, კურსდამთავრებულები გაივლიან ანაზღაურებად სტაჟირებას როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე მუნიციპალიტეტებში და ასევე, თანამშრომლობის საფუძველზე კერძო სექტორში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები