LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე ღარიბაშვილზე: „ადამიანურად ძალიან დასანანია რაც ხდება… ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები“

108
ირაკლი კობახიძე

„მე არ ვიცი, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე. ამ თემასთან დაკავშირებით არ მინდა დამატებითი კომენტარი გავაკეთო, რა თქმა უნდა, ძალიან დასანანია ყველაფერი, რაც ხდება, თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ შეკითხვებს, ამ შეკითხვების ადრესატი არის შესაბამისი უწყება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სუს-ში გამოკითხვასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ანტიკორუფციულ სააგენტოში ირაკლი ღარიბაშვილი გამოიკითხა, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღების ფაქტი“ – სუს

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება“.

„მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით. ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება. რა თქმა უნდა, ადამიანურ ურთიერთობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ყველანაირი კომენტარის გაკეთებას მოვერიდები. ასეთი შეკითხვებით მიმართეთ შესაბამის უწყებებს. გიმეორებთ, არ ვაპირებ გარკვეულ კითხვებზე პასუხის გაცემას, თუ გაინტერესებთ, მიმართეთ შესაბამის უწყებას გამოძიებასთან დაკავშირებით და ყველაფერზე გიპასუხებენ.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და ზოგადად, კორუფციასთან ბრძოლას, მე შემიძლია დაგპირდეთ და პირობა მოგცეთ, რომ შეგიძლიათ დააკვირდეთ საქართველოს მთავრობის, ნებისმიერი სამთავრობო უწყების ნებისმიერ საქმიანობას, ნებისმიერ გადაწყვეტილებას და თუ ამოიკითხავთ ამ საქმიანობაში კორუფციის რაიმე ნიშანს, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა კითხვას ვუპასუხოთ.

უნდა გიხაროდეთ ის, რომ 2024 წლის 8 თებერვლიდან მთავრობა მუშაობს გამჭვირვალედ. იცით, რომ კონკრეტული მიმართულებით პრაქტიკები შეიცვალა და შესაბამისად, ბიუჯეტი იღებს მაქსიმალურ სარგებელს მთავრობის ყველა გადაწყვეტილებიდან“,- თქვა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g