LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე გოდოლაძეზე: „გაქანებული „ნაციონალია“, ერთადერთი ინტერესი აქვს, რომ ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში დაზაფროს.. ასეთი ადამიანისგან არც ტროტილის აფეთქებაა გასაკვირი და არც არაფერი“

204
Untitled design

„გაქანებული ნაციონალია“, ერთადერთი ინტერესი აქვს, რომ ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში დაზაფროს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის, თეა გოდოლაძეზე საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულით მმართველი გუნდის თავმჯდომარე გამოეხმაურა ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თეა გოდოლაძე ტყიბულის დახურულ შახტში 500 ტონა ტროტილის აფეთქებას და ამ აფეთქებით გამოწვეული ბიძგების შესწავლას გეგმავდა.

„მე მახსოვს, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, მედიასაშუალებებში თითქმის ყოველდღე იდებოდა ასეთი „ნიუსი“: „დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა“.

წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ქვეყანაში მიწისძვრა ყოველდღე ხდებოდეს. პირადად დავინტერესდი და რომ ჩავეძიე, გაირკვა, რომ ამ „ნიუსებს“ თურმე მედიასაშუალებებს თეა გოდოლაძე ადებინებს. მიზანი რა არის, რომ ადამიანი დაზაფრონ. დღეში საშუალოდ 150 ადამიანი კვდება. წარმოიდგინეთ ყოველდღე რომ დაიდოს ეს ნიუსი, რომ დღეს საქართველოში 150 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ხომ საზოგადოების დაზაფვრას იწვევს.

იგივეა ზუსტად, როცა ასეთ ინფორმაციას ავრცელებ. ეს მხოლოდ ბოროტმოქმედმა შეიძლება გააკეთოს. საბოლოო ჯამში, გაირკვა, რომ არის თურმე ასეთი ინსტიტუტი, რომელსაც თუ არ ვცდები, კვლევითი ინსტიტუტი ჰქვია, რომლის ხელმძღვანელი არის გაქანებული „ნაციონალი“, თეა გოდოლაძე. ასეთი ადამიანისგან არც ტროტილის აფეთქებაა გასაკვირი და არც არაფერი. უბრალოდ, ბოროტმოქმედია თავისი ბუნებით.

გაქანებული ნაციონალია“, ერთადერთი ინტერესი აქვს – ადამიანები ყოველდღიურ რეჟიმში დაზაფროს, ყოველ დილით გვხვდება ნიუსი, რომ „დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა“, „დღეს საქართველოში 150 ადამიანი მოკვდა“ და ადამიანები იზაფრებიან, ეს არის „გაქანებული „ნაციონალის“ სულისკვეთება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ! არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემ გაშავებას“ – თეა გოდოლაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები