LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე ლომჯარიაზე: სახალხო დამცველის გარდა, პრაქტიკულად, ყველაფერი იყო

197
BeFunky-collage

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნინო ლომჯარია „სახალხო დამცველის გარდა, პრაქტიკულად, ყველაფერი იყო“.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ლომჯარიას დღის წესრიგი მთლიანად პოლიტიკური იყო.

„განსაკუთრებით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების გადატრიალების მიმართულებით განსაკუთრებული ძალისხმევა ჰქონდა. მთლიანად პოლიტიკური იყო მისი დღის წესრიგი. მისი ანგარიშები რომ ნახოთ, ნახავთ, რომ ადამიანის უფლებების ნაწილში საერთოდ არაფერია, მისი დღის წესრიგი მთლიანად პოლიტიკური იყო – ერეოდა საგარეო, საშინაო პოლიტიკაში, გამოდიოდა პოლიტიკური განცხადებებით, ეს არ შეშვენის, რა თქმა უნდა, სახალხო დამცველის ინსტიტუტს“, – განაცხადა კობახიძემ.

„დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს ინსტიტუტი დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს” – ნინო ლომჯარიამ სახალხო დამცველის პოსტზე მუშაობა დაასრულა

ბურჯანაძე ლომჯარიას: „მადლობა პიროვნული მაგალითისთვის, შეუპოვრობისთვის, მამაცობისთვის და სწორ გზაზე სიარულისთვის, დიდი პატივი იყო თქვენი მოადგილეობა ქ-ნო სახალხო დამცველო”

დღეს, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო სახალხო დამცველის უფლებამოსილების ბოლო დღეა – ნიკა გვარამია ნინო ლომჯარიას მადლობას უხდის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g