LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: მალე იქნება რეესტრი და გაიგებთ ვისგან ფინანსდებოდა ნამახვანჰესის მშენებლობის დაბლოკვა

162
ფორტუნა (53)

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას შემდეგ რაც „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი დამტკიცდება და ძალაში შევა, მის საფუძველზე შექმნილი რეესტრის მეშვეობით საზოგადოებას ექნება ინფორმაცია, მათ შორის ვის მიერ ფინანსდებოდა ნამოხვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციები და ვის ინტერესში შედიოდა მისი დაბლოკა.

მოძრაობა „ხალხის ძალა“: პარლამენტში ვაინიცირებთ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი

კობახიძის თქმით, წყაროებს შორის იყო რუსულიც და არარუსულიც.

„შეგახსენებთ, იყო მაგალითად, ნამოხვანჰესის მშენებლობის თემა და კონკრეტული უცხოური წყაროებიდან, აქ შეიძლება იყო რუსული კომერციული წყაროები და იყო სხვა წყაროები, მაგრამ იქ იყვნენ კონკრეტული ორგანიზაციები, რომელიც მონაწილეობდნენ ამ ჰესის მშენებლობის დაბლოკვაში, რაც ისახავდა ერთადერთ მიზანს, ეს იყო საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების არასათანადო უზრუნველყოფა, ეს იყო მთავარი მიზანი.

კონკრეტული ორგანიზაციები იყვნენ, მე არ გავუსწრებ წინ მოვლენებს. მინდა საზოგადოების ყურადღება გავამახვილო ამაზე, რამდენიმე თვეში იქნება პასუხი.. რუსულიც იყო, მაგრამ არარუსულიც იყო, როდესაც დაიდება რეესტრი იქ ყველა ორგანიზაციასთან დაკავშირებით, ვინ საიდან ფინანსდებოდა, რისთვის ფინანსდებოდა, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ექნება ინფორმაცია და ამის საფუძველზე საზოგადოებამ ჩამოაყალიბოს საკუთარი დასკვნა, ვის ინტერესებში შედიოდა ამ ჰესის მშენებლობის დაბლოკვა და რატომ ფინანსდებოდა საწინააღმდეგო მოქმედებები.

საზოგადოება იმსჯელებს ამაზე, რამდენიმე თვეში ექნება ამის საშუალება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს თავისი ინფორმაცია, აქ მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის იყოს გამჭვირვალე შესაბამისი ინფორმაცია“,- თქვა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ.

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტში“ თქვენ ვერ ამოიკითხავთ ვერც შეზღუდვას ან სხვა რაიმე ტიპის ვალდებულებას – გურამ მაჭარაშვილი

წულუკიანი: ამ ოპოზიციას რას გაუგებ, ჩემო ოლღა, ფაქტია, მათ არაფერი მოსწონთ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g