LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „ზურაბიშვილს ვურჩევდი, ასე ღიად ნუ გაშიფრავს ხოლმე საკუთარ ალიანსს „ნაცმოძრაობასთან – ემიგრანტებს ხმის მიცემის საშუალება ექნებათ“

141
კობახიძე და პრეზიდენტი

„რეალურად, სალომე ზურაბიშვილი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“  სპეკულაციურ კამპანიაში, პირდაპირ ჩაერთო“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნულით კობახიძე გამოეხმაურა პრეზიდენტის მოწოდებას იმის თაობაზე, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში, ხმის მიცემის საშუალება, რაც შეიძლება მეტ ემიგრანტს უნდა მიეცეს.

ირაკლი კობახიძემ ამ განაცხადს „სპეკულაციურ კამპანია“ უწოდა და თქვა:

„რაც შეეხება ემიგრანტებს, გახსნილი იქნება საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ და ემიგრანტებს ექნებათ სურვილის შემთხვევაში ხმის მიცემის საშუალება.

„ვწუხვარ, რომ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა – გაუგებარია, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები რატომ არ ხვდებიან პრეზიდენტს“ – სალომე ზურაბიშვილი

ეს იქნება უზრუნველყოფილი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ. სალომე ზურაბიშვილს ვურჩევდი, რომ ასე ღიად ნუ გაშიფრავს ხოლმე საკუთარ ალიანსს „ნაცმოძრაობასთან“ და ასე ღიად ნუ ჩაერთვება ხოლმე „ნაცმოძრაობის“ სპეკულაციურ კამპანიებში“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ დაიყო ბოლშევიკებად და მენშევიკებად, ბოლშევიკების ფორმალური თავმჯდომარეა ხაბეიშვილი, მენშევიკების ლიდერია მელია“ – ირაკლი კობახიძე

ინფორმაციისთვის, პრეზიდენტი ემიგრანტების არჩევნებში მაქსიმალურ ჩართულობაზე მოწოდებით რამდენჯერმე გამოვიდა და თქვა, რომ  „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არ აქვს ნება, კენჭისყრის დღეს მაქსიმალურად მოიცვას ემიგრაციაში მცხოვრები ადამიანები და მათ არჩევნებში მონაწილეობის შანსი მისცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები