LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძისთვის გაუგებარია, რატომ დაუკავშირა ბესელიამ მისი გადადგომა მოსამართლეობის კანდიდატებს

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძისთვის გაუგებარია, ეკა ბესელიას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯომარემ გადადგომა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახემ განაცხადა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გადადგომის ლოგიკური საფუძველი არ ჩანს, ვინაიდან გუშინ თავად მან თქვა, რომ საკითხის განხილვა მომავალი წლისთვის გადაიდო.

„ჩვენ გვქონდა ამ საკითხის განხილვა საპარალმენტო ფორმატში, ასევე პარტიულ ფორმატში შედგა შეხვედრები უმრავლესობის წარმომადგენლებთან, ორ ნაწილად იყო გაყოფილი ეს შეხვედრა. პარტიის თავმჯდომარე ესწრებოდა ამ შეხვედრას, საუბარი იყო პროცედურასა და კანდიდატებზე. პროცედურას რაც შეეხება, იქ თავმჯდომარის პოზიცია იყო, რომ საჭიროა სწრაფი ცვლილებები უზენაეს სასამართლში, გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილია 28-დან მხოლოდ 10 მოსამართლე. ბუნებრივია, ეს აფერხებს საქმეთა განხილვას უზენაეს სასამართლოში. პარტიის თავმჯდომარის პოზიცია იყო, რომ თუ კანონი არ ირღვეოდა, მიზანშეწონილად მიაჩნდა უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის შევსება. რაც შეეხება კანდიდატებს, პოზიცია იყო იმაში, რომ უნდა განხილულიყო თითოეული კანდიდატი და საკუთარი რწმენით უნდა ემოქმედათ დეპუტატებს გადაწყვეტილების მიღების დროს. ეს იყო საერთო პოზიცია, მოგვიანებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დააფიქსირა თავისი პოზიცია, შესაძლებლად მიაჩნდა საბჭოს ამ პროცედურის გადატანა, ასევე მე გავაკეთე განცხადება, რომ წელს აღარ ვიღებდით გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ ვინ უნდა ყოფილიყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. ჩემთვის ცოტა გაუგებარია ქალბატონი ეკას განცხადების შინაარსი, რატომ დაუკავშირა ქალბატონმა ეკამ გადადგომა ამ ყველაფერს. ლოგიკური საფუძველი არ ჩანს. ვეერანაირი კავშირი ვერ დავინახე პროცედურასა და მის გადადგომას შორის,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. თანამდებობა დატოვა ასევე, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვანო ზარდიაშვილმაც. ბესელიამ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების სია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი გადადგომით კანდიდატებთან დაკავშირებული პროცესი შეჩერდება.

magti 5g