LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კოლხურ კოშკში ცოტნემ ვენახის გაშენება გადაწყვიტა…სამწუხაროდ, იმ ფერისცვალებას უკვე კარგა ხნის გაკაფული და ცეცხლში დამწვარი იყო…სავარძელზე მჯდომი ცოტნე გულსაკლავად ასლუკუნდა” – რას წერს ანა ჯაბაური

3601
BeFunky-collage - 2023-08-19T231412.254

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლე, ანა ჯაბაური სოციალურ ქსელში ფერისცვალებასთან დაკავშირებით ვრცელ და ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

როგორც ტექსტში ვკითხულობთ, ცოტნეს ვენახი ძალიან უყვარდა და კოლხურ კოშკში მისი გაშენებაც ჰქონდა გადაწყვეტილი.

თუმცა ანა ჯაბაური წერს, რომ ცოტნეს დედამ, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ ყველაფერი გაანადგურა.

„ფერისცვალება ბერებისგან ყურძნის კურთხევის დღეაო, გამიგონია.

ჩემი დამხმარე, რომლის ოჯახსაც მევენახეობის დიდი გამოცდილება და კულტურა აქვს, მიხსნის, რომ ფერისცვალების დღიდან ყურძენი იწყებს დამწიფებას, ხოლო მარცვალი – ფერის ცვლილებას, მწვანედან ქარვისფერში გადადის და ვენახი გასაოცრად მშვენდებაო…

… 2019 წლის შემოდგომაზე დიდი ფუსფუსი და ხალისი გვქონდა კოლხურ კოშკში. ცოტნემ ვაზის გაშენება გადაწყვიტა ეზოს ყველაზე ფართო ნაწილში. თავდაპირველად, ჩვენმა ახლობელმა, ბიძინა გიორგობიანმა, სასათბურე მეურნეობიდან 14 ,,კამაზი” განოყიერებული მიწა გამოგვიგზავნა, რომელიც კოშკის ეზოს მიწას ზემოდან დააყარეს, გადაასწორეს და ვაზის გასაშენებელ ნიადაგად მოამზადეს. საკმაოდ დიდი დრო ცოტნემ მთელი ამ ტერიტორიის სანტიმეტრ-სანტიმეტრ შემოვლასა და საკუთარი ხელით შუშის ნამტვრევებისა თუ ქვებისგან გასუფთავებას მოანდომა.

ამის შემდეგ, საუკეთესო მეურნეობებიც შემოიარა ერთწლიანი, გამოყვანილი ვაზის ნერგების შესაძენად. ნაწილი იტალიიდანაც კი ჩამოატანინა. ჩვენმა მეგობარმა, ტარიელ გაბაძემ, ტორფი მოგვიტანა, რომელიც ნიადაგში ჰაერისა და ტენიანობის დიდხანს შენარჩუნებისა და ვაზის გამძლეობის გაზრდის მიზნით, წინასწარ რუდუნებით გამზადებულ ნიადაგს შეურიეს და შეუდგნენ დიდი ორმოების თხრას.

ეზოს ღორღიანი ნაწილის გასათხრელად პერფორატორიც კი მოიტანა ცოტნემ, რათა ორმოები დიდი გამოსულიყო, რაც ნიადაგში ტენიანობისა და ჟანგბადის შენარჩუნების გზით, ვაზის გამძლეობის ორმაგი დაცვა იქნებოდა ზემოთ ხსენებულ ტორფთან ერთად. ორმოში სათითაოდ არჩეული, გამოყვანილი და დაფესვიანებული რქაწითელის, აგრეთვე, მანავის მწვანესა და გორული მწვანეს საჯიშე, 180 ძირი ერთწლიანი ნერგები ჩარგო. ზემოდან კი ფხვიერი მიწა ე.წ. კოკოლებად დააყარა.

საქმეს იმ ავად სასხსენებელ 19 დეკემბრამდე ცოტა ხნით ადრე მორჩნენ. დღეში რამდენჯერმე უვლიდა გარს ახლად შობილ ვაზს და შვილივით ეფერებოდა…

თუმცა, ეს პროცესი წელიწად-ნახევრით ადრე დაიწყო, მაშინ, როდესაც მეღვინეობის დაჩქარებული ფაკულტეტი აგრარულ უნივერსიტეტში წარმატებით დაამთავრა და მეღვინეობა მეორე პროფესიად აირჩია (წარმოიდგინეთ, ქიმიის პროფესორთანაც კი დაიწყო კერძოდ მზადება ვაზის შესახებ ღრმა ცოდნის უკეთ საზიარებლად). ხოლო ვენახის გაშენებაში (ინციდენტის შემდეგ კი მის მეთვალყურეობაშიც), ტარიელთან და სხვა მეგობრებთან ერთად, აქტიურად გვეხმარებოდა ცოტნეს პედაგოგი და მეგობარი, ცნობილი მეღვინე და პროფესორი დავით ჩიჩუა.

დღეს ცოტნეს მეგობრებმა ფერისცვალება მოგვილოცეს და ცოტნეს ნათქვამი გაიხსენეს: ფერისცვალებას ნახეთ ჩემი ვენახი როგორი იქნებაო… სამწუხაროდ, იმ ფერისცვალებას ცოტნეს ვენახი უკვე კარგა ხნის გაკაფული და ცეცხლში დამწვარი იყო.

ვნანობ, არ გავფრთხილდით საუბრისას, იქვე, სავარძელზე მჯდომი ცოტნე გულსაკლავად ასლუკუნდა…

ცოტნეს მეგობარმა, ტარიელ გაბაძემ მოგვწერა:

,,მე როდესაც მივედი მანდ ვაზების სანახავად კარები დამხვდა დაკეტილი. და სახელოსნოში მივედი იმ ბიჭთან ვინც დაგვეხმარა ვაზების ჩარგვაში სახელი არ მახსოვს. მან მითხრა რომ მანანა და თავისი ხალხი იყო მოსული ბენზო ცელით მოთიბესო ყველაფერი და დაწვესო”…
(გზავნილის ორიგინალი იხილეთ კომენტარებში).

გადამწვარი ვაზის შესახებ, ძალიან, ძალიან დიდხანს აღშფოთებულნი გვწერდნენ ცოტნეს დაზაფრული მეზობლებიც…
ფერისცვალებას გილოცავთ მე და ცოტნე. ჯერ ისევ წეროვნიდან”, – ვკითხულობთ პოსტში.

„ვერ გავჩუმდებით…ეს არნახული, გაუგონარი ამბავია, რომელიც უკვე პიკს აღწევს” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია

,,ძაან გაიგებს ცოტნე, კოშკშია თუ სად არის – ამ სიტყვებით ამბობს უარს ცოტნეს საკუთარ სახლში შეშვებაზე მისი ბიოლოგიურო დედა…” – რას წერს კონსტანტინე გამსახურდია

„კოშკში შესვლაც უნდათ თურმე, ჯობია ენა დაიმოკლო“ – დავა კოლხურ კოშკზე და ცოტნე გამსახურდიას მეუღლის პასუხი დედამთილს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g