LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოლმეურნეობის მოედანზე გარემოვაჭრეები აღარ არიან, მერიამ ტერიტორია დაასუფთავა

253

ბარათაშვილის ქუჩასა და კოლმეურნეობის მოედანზე გარემოვაჭრეები აღარ იქნებიან, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა გარევაჭრობითვის მოწყობილი კონსტრუქციების დაშლა დაიწყეს.

„თბილსერვის ჯგუფმა“ კი ტერიტორია დაასუფთავა.

დედაქალაქის მერია საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მოვაჭრეები აღნიშნულის შესახებ რამდენიმე დღის წინ გააფრთხილეს, შესაბამისად, დღეს ისინი ტერიტორიაზე არ გამოჩენილან.

“დედაქალაქის მთავრობამ უკვე გამართა მოლაპარაკებები ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენლებთან, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ ასოციაცია, შეღავათიანი პირობებით, 6 თვის ვადით, გარემოვაჭრეებს სავაჭრო ადგილს დაუთმობს. ბაზრობების დირექცია მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის ყველა პირობას შეუქმნის.

გარემოვაჭრეებს საკუთარი პროდუქციის რეალიზაცია რკინიგზის სადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მეტრო-სადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორიასა და ისნისა და სამგორის ბაზრობებზე შეეძლებათ,” – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

უწყების განმარტებით, გარდა იმისა, რომ გარევაჭრობა უკანონოდ ხორციელდება, ასევე, ირღვევა მალფუჭებადი პროდუქციის შენახვის პირობები, იყიდება გაურკვეველი წარმოების პროდუქცია, ჩნდება ანტისანიტარია, მახინჯდება თბილისის იერსახე და ფერხდება გადაადგილება.

magti 5g