LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომპანია Pirelli-მ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილისთვის საბურავები შექმნა

316

კომპანია Pirelli-მ ვინტაჟური ავტომობილების საბურავების ხაზი Collezione კიდევ უფრო გააფართოვა და საბურავი Stelvio Corsa წაემოადგინა. სიახლე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილისთვის Ferrari 250 GTO-სთვის არის განკუთვნილი.

Stelvio Corsa-ს საბურავები Ferrari-ს ორიგინალი საბურავების სტილშია გადაწყვეტილი, თუმცა მათი წარმოებისას რეზინის ახალი ნარევი გამოიყენება. ის სველ გზაზე საუკეთესო მოჭიდებასა და მაღალ ცვეთამედეგობას უზრუნველყოფს.

Pirelli-მ საბურავების წარმოებისას საარქივო ფოტოები, ორიგინალი სპეციფიკაციები და ავტორბოლის სამყაროს ტექნოლოგიები გამოიყენა. საბურავების ზომა წინა მხარეს 215/70 R15, უკანა კი 225/70 R15-ია.

Stelvio-ს Pirelli გასული წლის 50-იან წლებში უშვებდა. მათ ფორმულას ბოლიდზე Ferrari 500-ზე აყენებდნენ, რომლის საჭესთანაც ალბერტო ასკარი ორჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

Ferrari 250 GTO ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი კლასიკური ავტომობილია. 2014 წელს 1962 წლის ავტომობილი აუქციონიდან 38 მილიონ დოლარად გაიყიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები