კომპანია Seat-მა ახალი ქროსოვერისთვის სახელწოდების 130 000 ვერსია მიიღო. მათგან მხოლოდ 10 103 სახელია უნიკალური. ამის შესახებ Autocar წერს.
მოდელის დასახელების საკუთარი ვერსია ადამიანებმა მსოფლიოს 106 ქვეყნიდან გამოაგზავნეს, მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Seat ავტომობილებს ოფიციალურად მხოლოდ მსოფლიოს 80 ქვეყანაში ყიდის.
Seat-მა ახალი მოდელის დასახელებაზე კონკურსი ივნისის დასაწყისში გამოავლინა. შეჯიბრის პირობებში აღწერილი იყო, რომ სახელწოდება კავშირში უნდა ყოფილიყო ესპანურ გეოგრაფიასთან და სხვადასხვა ენებზე მარტივად გამოსათქმელი უნდა ყოფილიყო.
წინათ ცნობილი გახდა, რომ კომპანია Seat დებიუტისთვის ორ ქროსოვერს ამზადებდა. ერთ ერთი მათგანი ესპანური მწარმოებლის სამოდელო ხაზში Ateca-ს ქვედა საფეხურზე, ხოლო მეორე ერთი საფეხურით ზემოთ იქნებოდა.