„გირჩი- მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიასთან, რომლებმაც გუშინ პოლიტიკური გაერთიანება „ახალი“ დააფუძნეს, კოორდინაციასა და კონსულტაციებს გეგმავს.
როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ნიკა გვარამიასთან კომუნიკაცია ჰქონდა, რაც მომავალშიც გაგრძელდება.
„ნიკა გვარამიასთან ჩვენ კომუნიკაცია გვქონდა, მომავალშიც გვექნება. ჯერჯერობით, ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, ვგულისხმობ „გირჩი მეტი-თავისუფლებას“ და „დროას“, ჩვენი კამპანიით დავკავდებით, ისინიც თავისი კამპანიით, მაგრამ მომავალში კოორდინაციას და ერთმანეთთან კონსულტაციებს ვაპირებთ“. – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ფოტო: რადიო „თავისუფლება“