LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაციების კომისიამ ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაზე მედიაწიგნიერების პროექტები წარადგინა

112
მედია

კომუნიკაციების კომისიის (ComCom) მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარიამ ბიბილაშვილმა ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) ბავშვთა ონლაინ უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ბავშვთა ონლაინ დაცვის მიმართულებით ComCom-ის მიერ განხორციელებული პროექტები წარადგინა.

„ჩვენი პროექტების მეშვეობით მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების უნარებს ვავითარებთ, რაც მათ ონლაინ სივრცეში უსაფრთხოდ ნავიგაციაში ეხმარებათ, ხოლო მასწავლებლების რესურსებითა და კომპეტენციის ამაღლების უზრუნველყოფით ხელს ვუწყობთ სასწავლო პროცესების ეფექტიანობას. კომუნიკაციების კომისია, ასევე, აქტიურად განაგრძობს მშობლების ინტერნეტ საფრთხეების შესახებ ინფორმირებას, რათა მოზარდების შესაძლო ზიანისგან დაიცვა შეძლონ”,- განაცხადა ბიბილაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის მიერ  მშობლებისა და პედაგოგებისთვის ონლაინ უსაფრთხოების სახელმძღვანელო შემუშავდა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერების ონლაინ პლატფორმაზეა ხელმისაწვდომი.