LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კომუნიკაციების კომისიამ ოზურგეთის N2 სკოლის მოსწავლეებს პროექტ „Happy Onlife“-ის დახმარებით ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენება ასწავლა

113
კომუნიკაციების კომისია

კომუნიკაციების კომისიამ ოზურგეთის N2 სკოლის III კლასის 25 მოსწავლეს “Happy Onlife”-ის აპლიკაცია გააცნო.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ტრენინგის ფარგლებში, აპლიკაციის დახმარებით, მოსწავლეებმა თამაშის გზით ისწავლეს ინტერნეტის უსაფრთხო გამოყენების წესები. ასევე მიიღეს ინფორმაცია, როგორ დაიცვან თავი ინტერნეტში არსებული საფრთხეებისგან და კიბერბულინგისგან.

როგორც კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, “Happy Onlife” – ეს არის ონლაინ აპლიკაცია მოზარდებისთვის, რომლის მიზანია, ბავშვებმა თამაშის გზით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება, ონლაინ კონტენტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი.

“Happy Onlife”, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში მედიაწიგნიერებასთან დაკავშირებულ ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან პროექტადაა მიჩნეული, ხელს უწყობს მშობლებსა და მასწავლებლებს, აქტიურად იზრუნონ ბავშვების მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარებაზე და დაიცვას ისინი კიბერბულინგისგან. “Happy Onlife” ადაპტირებულია 9 ენაზე. კომუნიკაციების კომისიამ “Happy Onlife”-ის ქართული ვერსია შექმნა, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის უფასოდაა ხელმისაწვდომი, როგორც iOS, ისე Android სისტემების მობილურ მოწყობილობებსა და პერსონალურ კომპიუტერებზე”, – აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციაში.

mazda magti 5g