LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება შესაძლოა აიკრძალოს, 16 წლამდე ასაკის პირს კი აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს 

292
პიტბული

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ ქვეყანაში კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს. გარდა ამისა, მისი თქმით, შესაძლოა აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება 16 წლამდე ასაკის პირს შეეზღუდოს.

აღნიშნულის შესახებ კახაბერ იოსელიანმა პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

როგორც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტმა განმარტა, მის ფარგლებში შეიქმნება აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს, ქვეყანაში აგრესიული ჯიშის ძაღლების შემოყვანა აიკრძალება.

„ჩვენ და სხვადასხვა უწყება, მათ შორის, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენლობა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომისია ჩართულია კანონპროექტის შემუშავებაში.

ყველა მნიშვნელოვანი საკითხია გათვალისწინებული, რაც საჭიროა, რომ ამ სფეროში დარეგულირდეს, მათ შორის ცხოველების უკონტროლო მომრავლება, ცხოველთა უფლებების გათვალისწინება, ის შეზღუდვები, რაც ცხოველთა უფლებებს მოჰყვება.

მსჯელობის საგანია, როგორც არის ევროპის ქვეყნებში, კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება საერთოდ აიკრძალოს თუ არა. მაგალითად, პიტბულის ჯიშის ძაღლი. თუ შევა ეს შეზღუდვა ძალაში, მას არ ექნება უკუძალა. ცხოველის პატრონს, რომელსაც მსგავსი ჯიშის ძაღლი ჰყავს, არ მოუწევს, რომ ცხოველი გააქროს, ან დააძინოს.

ეს შეზღუდვა კანონის ძალაში შესვლიდან შემდგომ პერიოდზე გავრცელდება. თუ აიკრძალება პიტბულის ჯიშის ან სხვა აგრესიული ჯიშის ძაღლის გამრავლება , მაშინ ვერ მოხერხდება ასეთი ჯიშის ძაღლის შემოყვანა“, – განაცხადა კახაბერ იოსელიანმა.

ამასთან, მისი თქმით, სხვა ქვეყნების გამოცდილებით კანონპროექტში გაითვალისწინეს შემდეგი დებულება, მაგალითად, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნება 16 წლამდე ასაკის პირს შეეზღუდება.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, ფიქრობენ, რომ აქ ასაკობრივი შეზღუდვა შემოიღონ. რაც შეეხება, აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხას, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ჯიშები იქნება ჩამონათვალი.

„თუ 16 წლამდე ბავშვს არ უნდა მივანდოთ ძაღლის გასეირნება, ხომ არ უნდა იყოს შემოღებული ძაღლის სიდიდე, ზომა. შეიძლება არ იყოს აგრესიული, მაგრამ დიდი ზომის ძაღლი შეიძლება გაიქცეს და თავად ძაღლი გახდეს სატრანსპორტო შემთხვევის მსხვერპლი. მცირეწლოვანი როდესაც ასეირნებს, მიზანშეწონილია, რომ უნარების მქონე პატრონს ჰყავდეს გამოყვანილი.“– განმარტა იურისტმა.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს კანონპროექტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრესიული ჯიშის ძაღლების გასეირნება გარკვეულ საათებში ალიკაპით და საბელით იქნება საჭირო. ამასთან, განსაზღვრული იქნება კონტეინერით გადაადგილება.

„რა თქმა უნდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს, რომ ალიკაპით მოხდეს გარკვეულ საათებში გასეირნება და საბელით, მათ შორის გადაადგილება კონტეინერით.“ – განაცხადა კახაბერ იოსელიანმა მედიაცენტრ „მთავარში.“

რუსთავში პიტბულის მიერ ადამიანების დაკბენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო – როგორია დაშავებულთა მდგომარეობა

magti 5g