LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოპენჰაგენის აეროპორტი გეგმავს, რომ მგზავრები გამაღიზიანებელი შემოწმებებისგან გაათავისუფლოს

128
thumb_1024x663_airport-scanner-11zon

2024 წლიდან კოპენჰაგენის აეროპორტში მგზავრები შეძლებენ, რომ შემოწმების დროს ჩანთებში დატოვონ ელექტრონული მოწყობილობები და სითხეები. The Mayor-ის ინფორმაციით, ამიერიდან საჭირო აღარ იქნება ქამრების, საათების და ფეხსაცმლის გახდაც.

აეროპორტის შეფასებით, ახალი 3D სკანერით შემოწმების სიჩქარე საათში 200-დან 300-350 მგზავრამდე გაიზრდება. გარდა ამისა, უსაფრთხოების შემოწმების დროს მგზავრები 2-ჯერ ნაკლებ ბახილს გამოიყენებენ, რაც გარემოსთვის ძალიან კარგი იქნება.

ახალი სისტემის საპილოტე პროექტი 2024 წლიდან დაიწყება, 2026 წლიდან კი აეროპორტის მთელს ტერიტორიაზე დაინერგება.
აღსანიშნავია, რომ კოპენჰაგენის აეროპორტი 2050 წლიდან მავნე საწვავზეც საბოლოოდ უარს იტყვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები