LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ კორძაია: მორჩა, ეს კანონი მკვდარია. ამ განცხადებას „ოცნება“ უკან ვერ წაიღებს

178
თამარ კორძაია

„რადგან ოფიციალური განცხადება გაკეთებულია და ოფიციალური საუბარი შედგა ღარიბაშვილსა და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს შორის, ამ განცხადებას „ქართული ოცნება“ უკან ვერ წაიღებს“, – ამ განცხადებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ე.წ გავლენების აგენტების კანონპროექტის გაწვევა შეაფასა.

როგორც დეპუტატმა გამოცემა „ბათუმელებს“ უთხრა, მთავარი და მნიშვნელოვანი ისაა, რომ მათ კანონზე უარი განაცხადეს:

„გამორიცხულია. მორჩა, მკვდარია ეს კანონი, მაგრამ ფორმალური ჩაგდება შეიძლება დასჭირდეს. თუმცა, რადგან თქვეს, უნდა გააკეთონ. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მათ უარი თქვეს კანონზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ნიშნავს უფრო მეტი ხალხის გამოსვლას გარეთ და ეს ადამიანები არ აპატიებენ ტყუილს და არც იმას, რასაც გუშინ აკეთებდა „ქართული ოცნება“, სახლში უვარდებოდნენ და იჭერდნენ ადამიანებს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისი თქმით, ფორმალური პროცედურები ჯერ გავლილი არ არის, „პარლამენტის შენობა დაკეტილია და პარლამენტის წევრებსაც არ უშვებენ შიგნით, მაგრამ ფორმალური პროცედურები მარტივად დასრულდება, როდესაც საპარლამენტო საქმიანობა აღდგება.“

დღეს და ხვალ პარლამენტის ტერიტორიაზე ვიზიტორების, აკრედიტებული მედიისა და პარლამენტის წევრების დაშვებაზე შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

„ეს ხალხი არ აპატიებს კიდევ ერთხელ რაიმე სახის ტყუილს „ქართულ ოცნებას“. ამ ეტაპზე, ეს არის საჯარო განცხადება, ფორმალურად კი, ეს ყველაფერი მარტივად მოგვარებადია“ – განაცხადა დეპუტატმა და დაამატა, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი გაიწვიეს, სიფრთხილის ზომები საზოგადოებამ მაინც უნდა მიიღოს.

გახარია: „მოდი, დავიწყოთ მადლობით! ეს არ არის საბოლოო გამარჯვება. ეს გამარჯვების დასაწყისია. საქართველოს ადგილი ევროპაშია!“

„ამ კანონის ინიცირებამ, მისმა დაცვამ და უკან წაღებამ ყველას დაანახა, რომ დღეს ქვეყანა იმართება ერთი ადამიანის შიშებით და აღქმებით“

„ჩვენ თავს იმისგანაც ვერ დავიზღვევთ, რომ ხვალ ისევ არ შემოიტანენ ასეთ კანონს. აბსოლუტური გარანტიები არ არსებობს. ხვალ შეიძლება „ხალხის ძალამ“ სხვა ვერსია მოიფიქროს და თქვას, რომ ეს არის ფრანგული კანონი და რაღაც ახალი შემოაგოროს, ამის გარანტიებს ჩვენ ვერავის ვერ მივცემთ.

ელისაშვილი: ვენეციის კომისიას ერთი გრძელი ბოდიშის წერილი უნდა გაუგზავნონ – ნასვამები ვიყავით და არ გვინდოდა მაგის გამოგზავნაო, დაახლოებით, ისე შეყვარებულს, რომ უგზავნიან ხოლმე

„ქართული ოცნება“ ცნობილია როგორც მატყუარა, 8 მარტის შეთანხმებიდან დაწყებული ყველაფერში მოატყუა საზოგადოება, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი უკან დახევა „ქართულ ოცნებას“ და დათმობა არ ჰქონია და მათ გაიგეს რეალურად გამწარებული საზოგადოების ძალა. ამიტომ, არა მგონია ეს გაბედონ, მაგრამ რა თქმა უნდა, პარლამენტში ჩვენ იმიტომ ვართ რომ ყურადღებით ვიყოთ.

ჩვენ ერთადერთი ფუნქცია გვაქვს, პარლამენტის წევრებს, ადამიანებს მივაწოდოთ ინფორმაცია თუ რამეს აპირებს „ქართული ოცნება“, ამიტომ ჩვენ ვიქნებით ფრთხილად, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, ეს გამარჯვება მოიპოვეს ახალგაზრდებმა და ჩვენმა საზოგადოებამ“, – აღნიშნა თამარ კორძაიამ.

მისი სიტყვებით, დღევანდელი გამარჯვება არის ახალგაზრდების, იმ საზოგადოების, ვინც საპროტესტო აქციებზე იდგა.

სერგი კაპანაძე: პირველი მოსმენით მიღებული კანონის „გაწვევა“ არ არსებობს – საქმით უნდა აჩვენო „გაწვევა“, დააყენო მეორე მოსმენით კენჭისყრაზე და ჩააგდო

„ხელისუფლებას თუ ჰგონია, რომ დააშინებს იმ ახალგაზრდებს, რომლებიც გუშინ იქ იყვნენ და მთელი ღამე, მიუხედავად იმისა, რომ ესროდნენ ცრემლსადენ გაზს, ასხამდნენ ჭავლს და მაინც ბრუნდებოდნენ, ეს არის აბსურდი.

ყველა ადამიანს, ვინც აქციაზე იყო, მადლობა უნდა გადავუხადოთ, რადგან ეს რაც მოხდა, არის თითოეული მათგანის აქტიურობის შედეგი. ქართველმა ხალხმა, ისევე როგორც წლების წინ, არ დაუშვა 9 მარტს რუსული კანონის მიღება და აიძულა „ქართული ოცნება“ გაეწვია რუსული კანონი.“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ 3-დღიანი სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია.

რუსთაველზე აქცია მაინც გაიმართება: გვჭირდება მკაფიოობა როგორ აპირებენ გაიწვიონ მოცემული კანონი, რადგან მათი განცხადებები ბუნდოვანია

 

 

 

კოლაჟში გამოყენებულია „IPN“-სა და ტვ „ფორმულას“ ფოტოები
mazda magti 5g