ენგურის ხიდზე მიმოსვლა შეიზღუდა. ამის შესახებ გამოცემა „ლაივპრესი“ გალის მცხოვრებლების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს. გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რეჟიმმა მიიღო. ხიდის ჩაკეტვის მიზეზი, სავარაუდოდ, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევის გამოვლინებაა.
„ჯერ-ჯერობით ორმხრივად არის ჩაკეტილი. არც აქეთ უშვებენ და არც იქით, გალში. ზუსტად არავინ იცის როდემდე იქნება ასე“, – უთხრა „ლაივპრესს“ გალში მცხოვრებმა ციალა არონიამ.
გამშვებ პუნქტზე ასევე აღარ უშვებენ ტურისტებს.