LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის გამო ლუვრი დაიხურა

254
paris-still

პარიზში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ლუვრის მუზეუმი მარტიდან გარკვეული ვადით დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას ლუვრის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, გადაწყვეტილება მუზეუმის თანამშრომელთა საგანგებო თათბირზე მიიღეს. როგორც საფრანგეთის მუზეუმის პროფკავშირების თავმჯდომარე, ანდრე საკრისტენი აცხადებს, მნახველები მუზეუმში მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან და შესაბამისად ლუვრის თანამშრომელთა დაინფიცირების რისკი ძალიან მაღალია.

იტალიიდან დაბრუნებულ 8 მოქალაქეს კორონავირუსი არ დაუდგინდა, კიდევ 8 პაციენტის ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული ყველა პაციენტი საქართველის მოქალაქეა.

საფრანგეთში, ამ დროისთვის, კორონავირუსით დაინფიცირების 130 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან ორი გარდაიცვალა. მუზეუმის დახურვამდე საფრანგეთის მთავრობამ ქვეყანაში ნებისმიერ დახურულ სივრცეში, საჯარო ღონისძიების ჩატარება, რომელშიც  5 ათასზე მეტი ადამიანმა უნდა მიიღოს მონაწილეობა, აკრძალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g