LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კორონავირუსის შემთხვევებმა მატება დაიწყო, ეძებს შესაძლებლობებს, რომ კვლავ გამოცოცხლდეს“ – მარია ვან კერხოვე 

1651
მარია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ მსოფლიო კორონავირუსის მეორე ტალღისთვის მზად უნდა იყოს.

მათი ინფორმაციით, შემთხვევებმა მომატება დაიწყო. შემთხვევების მატება დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, სინგაპურსა და ჩინეთის ქალაქ უხანში.

ორგანიზაციის წარმომადგენელი მარია ვან კერხოვე სახელმწიფოებს სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

“ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევებმა მატება დაიწყო და მსოფლიო ვირუსის გავრცელების მეორე ტალღისთვის მზად უნდა იყოს. ეს ყველა ქვეყნისთვის გაკვეთილია. ის ეძებს შესაძლებლობებს, რომ კვლავ გამოცოცხლდეს. ამისათვის ჩვენ, ყველა, მზად უნდა ვიყოთ. ვირუსის შემთხვევების მატება დაფიქსირდა სამხრეთ კორეაში, სინგაპურსა და ჩინეთის ქალაქ უხანში. სანამ ქვეყნების გახსნას გადაწყვეტენ, ხელისუფლებები კარგად უნდა დაფიქრდნენ,“ – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მარია ვან კერხოვე.

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულტა რიცხვი 4 მილიონს გადასცდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g