LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან 8-9 დღეში ვირუსი ვლინდება, მაგრამ არ არის გადამდები – თამარ გაბუნია

1240
თამარ-გაბუნია

„კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენიდან 8-9 დღეში ვირუსი არ არის გადამდები, ადამიანს სხვა ადამიანის დაინფიცირება არ შეუძლია“,-ამის შესახებ „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სიმპტომების მქონე პაციენტებში მეტი პერიოდია საჭირო. მისი თქმით, 10 დღიანი მკურნალობის მომდევნო 3 უსიმპტომო დღის შემდეგ, ადამიანი გამოჯანმრთელებულად ითვლება.

„როდესაც სიმპტომებიან შემთხვევებთან გვაქვს საქმე აქ უფრო მეტი პერიოდია საჭირო. 10 დღეს უნდა დაემატოს კიდევ 3 დღე. ნებისმიერ შემთხვევაში პაციენტი გამოჯანმრთელებლად ითვლება თუ მას 3 დღის განმავლობაში არ აქვს სიმპტომი. ტესტირებიდან მე-13-ე გამოჯანმრთელების პერიოდად ითვლება. ამ შემთხვევაშიც ტესტირების გარეშე შესაძლებელია ადამიანი დაუბრუნდეს აქტიურ ცხოვრებას.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფ პირებს ახალი ალგორითმის თანახმად, ტესტირების გარეშე შეიძლეებათ გადავიდნენ თვითიზოლაციაში ან კარანტინში. უსიმპტომო 12 დღის შემდეგ ისინი მე-13-ე დღეს დატოვებენ საკარანტინო სივრცეს“,-განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g