LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსს ახალი წელი არ მოუკლავს, არც ჩვენი ქვეყანა და არც დედაქალაქი არ დაბრუნდება სიბნელეში: კალაძე

197
BeFunky-collage (5)

პანდემიისა და დედაქალაქში დაწესებული შეზღუდვების ფონზე საახალწლო განათებების მონტაჟთან დაკავშირებით გამოთქმულ არაერთგვაროვან შეფასებებს დედაქალაქის მერი ეხმაურება. კახა კალაძე ამბობს, რომ საკითხის წამოწევა მიზანმიმართულად ხდება, რათა ქვეყანაში სიტუაცია დაამძიმონ.

ღამის საათებში გადაადგილება თუ შეზღუდულია, კითხვა არ გიჩნდებათ ბიუჯეტიდან უამრავ თანხას საახალწლო განათებაში რატომ უნდა ვხარჯავდეთ: ჯაბა ზარქუა

“ახლოვდება ახალი წელი და მიზანმიმართულად ხდება ამ საკითხის წამოწევა, რაში გვჭირდება განათებები, რაში გვჭირდება ახალი წელი, გასულ წლებშიც საახალწლო სამზადისთან მიმართებით, იგივე დამოკიდებულება და მიდგომები იყო. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ქვეყანაში დეპრესიისა და ნიჰილიზმის შეგრძნება. მათი ქმედებები და მოწოდებები მიმართულია მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ, რომ რაც შეიძლება დაამძიმონ სიტუაცია

არც ჩვენი ქვეყანა და არც ჩვენი დედაქალაქი არ დაბრუნდება სიბნელეში. ​კორონავირუსს ახალი წელი არ მოუკლავს, ახალ წელს ელოდებიან ბავშვები, ახალგაზრდები, ყველა ადამიანისთვის ეს მნიშვნელოვანი დღესასწაულია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს დღესასწაული შედგეს. ქალაქი წელსაც მოირთვება, იქნება ლამაზი, მოკრძალებული, შეიძლება ისე ვერ გავაკეთოთ, როგორც წინა წლებში, მაგრამ გპირდებით, საახალწლოდ მორთული დედაქალაქი ძალიან ლამაზი იქნება“, – განუცხადა  „ქრონიკას“ თბილისის მერმა.

თბილისს ახალი ნაძვის ხე არ ექნება: როგორი ახალი წელი გველოდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები