LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღამის საათებში გადაადგილება თუ შეზღუდულია, კითხვა არ გიჩნდებათ ბიუჯეტიდან უამრავ თანხას საახალწლო განათებაში რატომ უნდა ვხარჯავდეთ: ჯაბა ზარქუა

321
BeFunky-collage (2)

ჰეპატოლოგი, გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა სოციალურ ქსელში საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს პანდემიისა და დედაქალაქში დაწესებული შეზღუდვების ფონზე საახალწლო განათებების მონტაჟთან დაკავშირებით.

თბილისში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო

“მაცოფებს ამ ჩვენი სახელმწიფოს მექანიკური, ინერციული სიბრიყვე! ღამის საათებში გადაადგილება თუ შეზღუდულია და ალბათ ასეც დარჩება რადგან ახალ წლამდე ეპიდსიტუაცია დიდი ალბათობით არ გამოსწორდება, მაშინ კითხვა არ გიჩნდებათ ბიუჯეტიდან უამრავ თანხას საახალწლო განათებაში რატომ უნდა ვხარჯავდეთ?
რა უბედურებაა კაცო ეს, პირდაპირ გაწერეთ ამ ბიუჯეტში დავალებული ნათესავების ხარჯები და რამეს მოგიხერხებთ კაცო, რაღას დაგვცინით მაინც!”- წერს ჯაბა ზარქუა.

ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ წელს თბილისის მერია ახალი ნაძვის ხეს არ შეიძენს.

თბილისს ახალი ნაძვის ხე არ ექნება: როგორი ახალი წელი გველოდება

“საახალწლო განათებების მონტაჟს დიდი დრო სჭირდება და იმიტომ დაიწყო ასე ადრე ქუჩებში განათებების მონტაჟი. კონცერტები იქნება თუ არა, ამის შესახებ ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან ძალიან ადრეა. ამის შესახებ გადაწყვეტილებები დეკემბრის შუა რიცხვები ვიღებთ, საახალწლო ნაძვის ხე უკვე შევიძინეთ გასულ წელს და ახალი ნაძვის ხის შეძენა არ იგეგმება”-  განუცხადეს „ფორტუნას“ მერიაში.

 

პოპულარულები